სასწავლო პროექტი სამოქალაქო განათლებაში
პროექტის სახელწოდება
|
„არა ძალადობას!’
|
პროექტის მთავარი იდეა
|
საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლების კვლევა
|
პროექტის აქტუალობა
|
ძალადობის ფაქტების სიხშირე სკოლებში
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში,თანამშრომლობენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად,
შეძლებენ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლების და პირობების კვლევას
|
მონაწილეთა ასაკი
|
14-16 წლები
|
ვადები / ხანგრძლივობა
|
5 სასწავლო დღე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები გაეცნობიან ძალადობის ფორმებს,მოიძიებენ მასალას ძალადობის სხვადასხვა ფაქტებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ,იმსჯელებენ პრევენციული ღონისძიებების შესახებ
|
პროექტის საჭირო რესურსები
|
სახელმძღვანელო,რვეული,კომპიუტერი,ფლიპჩარტი,მარკერი,დაფა,ცარცი
|
პროექტის მსვლელობა
|
კლასს დავყოფ 2 ჯგუფად,1 ჯგუფი -მოიძიონ მასალა ძალადობის სხვადასხვა ფაქტებისა და მათი მოგვარების შესახებ,2 ჯგუფი-მოიძიონ მასალა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ(მაგ.კანონები,ნორმატ.აქტები,და სხვა)
მინი ლექციით მოსწავლეებს გავაცნობ ძალადობის შესახებ ინფორმაციას,შემდეგ ჯგუფები წარადგენენ მოძიებულ მასალას და გაიმართება დებატები
|
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ე.ს.გ.სთან კავშირი
|
მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას იყენებენ სამოქალაქო განათლებაში,ისტორიაში,ი.ს.ტ.ში მიღებულ ცოდნას.ე.ს.გ.-სთან მიმართებაში უვითარდებათ ინფორმაციის მოძიება-დამუშავების,პრობლემის წამოჭრისა და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარჩვევები,პრევენციული ღონისძიებების დასახვის უნარი
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
გიული ბურნაძე
|
ელ-ფოსტა
|
giuliburnadze@gmail com
|
No comments:
Post a Comment